Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საწვავის ბაზაზე ხანძარმა უკრაინაში ხუთი ადამიანი იმსხვერპლა


უკრაინაში, კიევის მახლობლად, საწვავის ბაზაზე ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიხოცა, მათ შორის სამი მეხანძრე.უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის წარმომადგენლმა, ოლექსანდრ ტურჩინოვმა განაცადა, რომ მეხანძრეებმა და სამაშველო სამსახურებმა მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და ცეცხლის მეზობელ ბაზაზე გადასვლის საშიშროება აღარ არის. ტურჩინოვის თქმით, მეხანძრეები ვითარებას სრულად აკონტროლებენ. მათთან ერად ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ ათასობით პოლიციელი და ეროვნული გვარდიის ხუთასი მეომარი. ხანძარი 8 ივნისს საღამოს მოეკიდა ერთ-ერთ რეზერვუარს და შემდეგ სხვა რეზერვუარებზეც გავრცელდა.

XS
SM
MD
LG