Accessibility links

logo-print

თბილისს საუდის არაბეთის პრინცი ეწვევა


საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით, თბილისს დღეს საუდის არაბეთის პრინცი, ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდი ეწვევა.პრინცს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დახვდება, რის შემდეგაც ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის პრინცს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც მიიღებს. საუდის არაბეთის პრინცი საინვესტიციო ობიექტებსაც დაათვალიერებს.

XS
SM
MD
LG