Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2706 ლარად იქნება შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0120 ლარი შეადგინა.ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5549 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.5396 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0153 ლარი შეადგინა.

XS
SM
MD
LG