Accessibility links

logo-print

ნეტანიაჰუს თქმით, ირანს არც არაბი ლიდერები ენდობიან


ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეტანიაჰუს განცხადებით, არაბი ლიდერები იზიარებენ მის შეფასებას, რომ ირანთან ბირთვულ პროგრამაზე მოსალოდნელი შეთანხმება ვერ შეაჩერებს ირანს ატომური იარაღის შექმნის გზაზე. ნეტანიაჰუს განცხადების ფონს ქმნის ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის მუშაობა შეთანხმებაზე, რომელმაც უნდა შეზღუდოს ირანის ბირთვული პროგრამა, მისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. როგორც ნეტანიაჰუმ 9 ივნისს ისრაელში გამართულ კონფერენციაზე თქვა, მისი ინფორმაციით, რეგიონში არავის სჯერა, რომ ასეთი შეთანხმება „ბომბისაკენ მიმავალ გზას ჩაუკეტავდა ირანს“. ნეტანიაჰუს არ უთქვამს, რომელ არაბ ლიდერებს ესაუბრა ამ საკითხზე, მაგრამ ცნობილია, რომ მასთან დაახლოებული პირი დორე გოლდი ბოლოხანს შეხვდა საუდის არაბეთის წარმომადგენელ გენერალს ირანზე სასაუბროდ.

XS
SM
MD
LG