Accessibility links

logo-print

აშშ ასობით სამხედრო ინსტრუქტორსა და მრჩეველს გააგზავნის ერაყში


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, სავარაუდოდ, მალე გამოაცხადებს ერაყში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის გაზრდის შესახებ. ობამა ზეწოლას განიცდის რესპუბლიკელი ოპონენტებისაგან, რომლებიც აკრიტიკებენ მის ბოლოდროინდელ განცხადებას, რომ არა აქვს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის „სრული სტრატეგია“. ვაშინგტონში განიხილავენ ერაყის ჯარების დასახმარებლად დამატებით 1000-მდე სამხედრო ინსტრუქტორისა და მრჩევლის გაგზავნის საკითხს. დღის წესრიგში დგას ასევე ერაყში, ანბარის პროვინციაში, ახალი სამხედრო ბაზის შექმნის შესაძლებლობა. ისლამისტებს ძლიერი პოზიცია აქვთ ამ რეგიონში. „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლოდროინდელმა წარმატებებმა ერაყში მდებარე რამადიში და სირიის ქალაქ პალმირაში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ობამას სტრატეგია, რომელიც აქამდე ითვალისწინებდა აშშ-ის საჰაერო მხარდაჭერას და ერაყის სახმელეთო ჯარების ბრძოლას ექსტრემისტების დასამარცხებლად.

XS
SM
MD
LG