Accessibility links

logo-print

უკრაინაში განაგრძობენ საწვავის ბაზაზე ხანძართან ბრძოლას


უკრაინის საავარიო ბრიგადები განაგრძობენ ბრძოლას ხანძართან, რომელიც 8 ივნისის საღამოს გაჩნდა საწვავის ბაზაზე კიევიდან 30-მდე კილომეტრში. ამასთან, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ არ არსებობს ხანძრის გავრცელების საფრთხე. საგანგებო მდგომარეობათა სახელმწიფო სამსახურის უფროსის, მიკოლა ჩეჩოტკინის განცხადებით, ძლიერი ხანძრის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა 12 ადამიანი. მისივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ იწვის საწვავის ექვსი რეზერვუარი. ხანძარი 8 ივნისს ერთ რეზერვუარში გაჩნდა და იქიდან, სულ ცოტა, 16-ზე გავრცელდა. 9 ივნისის დილას კი ძლიერი აფეთქება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ ზორიან შკირიაკის განცხადებით, პოლიცია იძიებს ხანძრის სამ შესაძლო მიზეზს: საწვავის შენახვის წესების დარღვევას, ტექნიკურ ხარვეზებსა და ცეცხლის განზრახ წაკიდებას. საწვავის ბაზის მფლობელები ვარაუდობენ, რომ ხანძარი ცეცხლის განზრახ წაკიდებამ გამოიწვია.

XS
SM
MD
LG