Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობას იმედი აქვს, რომ წლის ბოლოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები უკეთესი იქნება


"პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთი კვარტლის მაჩვენებლის მეორესთან სტატისტიკურად შედარება ანალიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არ არის“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ წლის ბოლოს მონაცემების დინამიკა სხვაგვარი იქნება. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირება გასაკვირი არ არის, რადგან საქართველოს ძირითადი ინვესტორი ქვეყნები დიდწილად დამოკიდებულნი არიან ნავთობის ფასზე. „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს უცხოელ ინვესტორთა შორის პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი, რომელსაც თურქეთი და რუსეთი მოსდევენ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე გავლენა მოახდინა მეზობელ ქვეყნებში არსებულმა დევალვაციის ფაქტორმაც. „წლის ბოლომდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ უფრო მეტი ინვესტიციის მოსაზიდად და დარწმუნებული ვარ, რომ მაჩვენებლები წლის ბოლოს გაცილებით უკეთესი იქნება" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG