Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თბილისს ესტუმრება საუდის არაბეთის პრინცი აბდულაზიზ ალ საუდი


საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიწვევით დღეს თბილისს ესტუმრება საუდის არაბეთის პრინცი აბდულაზიზ ალ საუდი. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დახვდება. 16 საათზე დაგეგმილია საუდის არაბეთის პრინცის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ ისინი პრესისთვის განცხადებას გააკეთებენ. პრინცი აბდულაზიზ ალ საუდი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც და საინვესტიციო ობიექტებს დაათვალიერებს.

XS
SM
MD
LG