Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში თავდასხმა მოეწყო ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირშესანიშნაობასთან


ეგვიპტის პოლიციის ცნობით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა ერთ-ერთ ტურისტულ ცენტრთან, სამხრეთში მდებარე ქალაქ ლუქსორში მას შემდეგ, რაც კიდევ ორი თავდამსხმელი სროლის შედეგად იქნა ლიკვიდირებული. იერიში დღეს მოეწყო კარნაკის ანტიკურ ტაძართან. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი. ჯერ არაფერს იუწყებიან იმაზე, თუ ვის ეკისრება თავდასხმაზე პასუხისმგებლობა. გასულ კვირაში ეგვიპტის პოლიციის ორი თანამშრომელი მოკლეს გიზეს პირამიდების მახლობლად.

XS
SM
MD
LG