Accessibility links

logo-print

ჯებ ბუში აუცილებლად მიიჩნევს პუტინთან ძლიერის პოზიციიდან ურთიერთობას


აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად ნომინირების პრეტენდენტი, ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი ჯებ ბუში აუცილებლად მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ძლიერის პოზიციიდან ურთიერთობას. ეს შეფასება მან გამოთქვა დღეს ბერლინში ჟურნალისტებთან საუბრისას. „პუტინი აგრესიულად ეპყრობა მეტოქეს და შენ მას აქეზებ, როცა ასეთ კაცთან მეტისმეტად რბილი ხარ. და ვფიქრობ... მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ არ ვლაპარაკობ საომარ განწყობაზე, მაგრამ ვამბობ: „ეს არის თქვენი მოქმედების შედეგები“ და ეს თავიდან აგვაცილებდა ისეთ ცუდ შედეგს, რომელიც არ გვინდა, ვიხილოთ“ - განაცხადა ჯებ ბუშმა ბერლინში მას შემდეგ, რაც 9 ივნისს სიტყვით გამოვიდა გერმანიის მმართველი პარტიის, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე. ჯებ ბუშმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში, ის გააძლიერებს ზეწოლას ვლადიმირ პუტინზე, რათა სცადოს „მისი კორუმპირებული რეჟიმის ხალხისაგან იზოლირებას“. ჯებ ბუში არის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტების შვილი და ძმა.

XS
SM
MD
LG