Accessibility links

logo-print

გადაიდო ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის 2026 წლის მასპინძლის შერჩევის პროცესი


ფიფას გენერალური მდივანი ჟერომ ვალკე აცხადებს, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია გადადებს მსოფლიო ჩემპიონატის 2026 წლის ფინალური ტურნირის მასპინძლის შერჩევის პროცესს, 2018 და 2022 წლების მასპინძლებთან დაკავშირებული ბრალდებების ფონზე. ვალკესმა რუსეთში, ქალაქ სამარაში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, „უაზრობა“ უწოდა ამჟამინდელ გარემოში პროცესის დაწყებას. გეგმით, 2017 წლის მაისში უნდა გამართულიყო კენჭისყრა 2026 წლის ასპარეზობის მასპინძლის ასარჩევად. 2010 წელს ფიფას აღმასრულებელი საბჭოს 22-მა წევრმა რუსეთი და კატარი აირჩია მსოფლიო ჩემპიონატის 2018 და 2022 წლების ფინალური ტურნირების მასპინძელ ქვეყნებად. მაგრამ შვეიცარიელი გამომძიებლები ამჟამად მუშაობენ იმის დასადგენად, ადგილი ჰქონდა თუ არა ფინანსურ დარღვევებს რუსეთზე და კატარზე არჩევანის შეჩერებისას. ფიფას გენერალური მდივანი სამარას ეწვია 2018 წლის ასპარეზობისათვის მზადების შესამოწმებლად.

XS
SM
MD
LG