Accessibility links

logo-print

პუტინი გამოდის უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების შესრულებისაკენ მოწოდებით


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლებისათვის ბოლოს მოსაღებად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თებერვალში მინსკში მიღწეული შეთანხმების შესრულებას. პუტინმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა 10 ივნისს მილანში, იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, რენციმ შეაქო იტალიასა და რუსეთს შორის "ტრადიციული მეგობრობა", მაგრამ ისაუბრა უთანხმოებაზეც ზოგ საკითხთან მიმართებით. პუტინმა მილანში მსოფლიო გამოფენა „ექსპო 2015“-ის დათვალიერებით დაიწყო იტალიაში ვიზიტი. ამ, ერთდღიან ვიზიტს წინ უსწრებდა „დიდი შვიდეულის“ სამიტი, რომლის მონაწილეებიც მოსკოვს დამატებითი სანქციებით დაემუქრნენ, უკრაინაში მისი პოლიტიკის გამო. მილანიდან პუტინი ჩავა რომში, სადაც შეხვდება პრეზიდენტ სერჯიო მატარელას და ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის. დაგეგმილია აგრეთვე პუტინის სტუმრობა რომის პაპ ფრანცისკესთან ვატიკანში.

XS
SM
MD
LG