Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო ცდილობს „ნაფიც მსაჯულებზე საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის საფრთხის" თავიდან აცილებას


თბილისის სასამართლოში შეიზღუდა გიორგი ოქროპირიძის ბრალდების საქმის განხილვის "სხდომებზე, ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა“ სასამართლო განხილვების დასრულებამდე. გიორგი ოქროპირიძე ბრალდებულია შარშან 2 სექტემბერს თბილისში ლაშა მახარაძის მკვლელობაში. სასამართლომ 10 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ზემოხსენებული გადაწყვეტილება მიღებულია „ნაფიც მსაჯულებზე საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით“. ამასთან, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ოქროპირიძის ბრალდების საქმე განხილულიყო მოსამართლის მიერ, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. ცნობების თანახმად, გიორგი ოქროპირიძის ბრალდების საქმეზე დაიწყო ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევა. 8 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის „სრული კოლაფსის“ და „სრული კრახის“ შესახებ მას შემდეგ, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ვერც გამამტყუნებელი და ვერც გამამართლებელი ვერდიქტი ვერ გამოუტანეს. ამის გამო საჭირო გახდება მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევა.

XS
SM
MD
LG