Accessibility links

logo-print

პაპი პუტინს მოუწოდებს უერთგულოს უკრაინაში მშვიდობის დამყარების ძალისხმევას


ვატიკანის განცხადებით, პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა უერთგულოს უკრაინაში მშვიდობის დამყარების "გულწრფელ და მასშტაბურ" ძალისხმევას. განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც რომის პაპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვატიკანში 50 წუთის ხანგრძლივობის შეხვედრა გამართეს. განცხადების თანახმად, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა დიალოგის ატმოსფეროს აღდგენა და მინსკის სამშვიდობო შეთანხმების დაცვა. პაპმა პუტინს გადასცა "მშვიდობის ანგელოზის" მედალიონი. "ეს ანგელოზი ყველა ომში იმარჯვებს და ხალხებს შორის სოლიდარობას ქადაგებსო" - უთხრა მან რუსეთის ლიდერს. 10 ივნისს უფრო ადრე პუტინმა რომში შეხვედრა გამართა იტალიის პრეზიდენტ სერჯიო მატარელასთან, მილანში კი ის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცის შეხვდა. რენცი მიესალმა "იტალიასა და რუსეთს შორის ტრადიციულ მეგობრობას", თუმცა გარკვეულ საკითხებთან მიმართებით "განსხვავებულ პოზიციებზეც" ისაუბრა.

XS
SM
MD
LG