Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მსოფლიო ბანკი" განვითარებად ქვეყნებს აფრთხილებს


10 ივნისს „მსოფლიო ბანკმა“ შუა აზიისა და აფრიკის განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნები გააფრთხილა, რომ მომდევნო თვეებში ფინანსურმა შტორმმა შეიძლება გაართულოს ეკონომიკის წინსვლა. განვითარებადი ეკონომიკის მთლიან სივრცეში შესამჩნევი იქნება ეკონომიკის დასუსტება და ბაზრის ცვალებადობა. მსოფლიო ბანკის განცხადებით, ყველაზე მეტად ამას იგრძნობს ევროპის განვითარებადი ნაწილი და შუა აზია, სადაც რუსეთის რეცესია და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი ეკონომიკის განადგურებას იწვევს. „ვურჩევთ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით - განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს, შეიკრან უსაფრთხოების ღვედები“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ეკონომისტმა კაუშიკ ბასუმ. ძირითადი დამნაშავე ამაში აშშ-ის ცენტრალური ბანკია, რომელიც მიიწევს საპროცენტო განაკვეთების ზრდისკენ. აშშ-ის ცენტრალური ბანკის უკიდურესად დაბალი საპროცენტო განაკვეთი წლების განმავლობაში უწყობდა ხელს მსოფლიოში სააქციო და საინვესტიციო ბუმს. განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ეს განვითარებად მსოფლიოში. იმის გამო, რომ „ფედერალური რეზერვი“ მომდევნო თვეებში აპირებს საპროცენტო განაკვეთის გაზრდას, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს მოუწევთ მეტის გადახდა სესხისთვის და გაურთულდებათ ინვესტიციების მიზიდვა. ეს კი გაართულებს ეკონომიკის ზრდას.

XS
SM
MD
LG