Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი აცხადებს რუსეთის მიერ დონბასის ნაწილის ოკუპაციაზე


კიევის ოფიციალურ მიმართვაში ევროსაბჭოსადმი აღნიშნულია, რომ რუსეთმა, რომელსაც არსებითად ოკუპირებული აქვს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ზოგიერთი რაიონი, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვაზე. უკრაინის მედიის ცნობით, კიევი პირველად გამოდის მოწოდებით - უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში არსებული ვითარების ოკუპაციად ცნობისკენ. მანამდე ოკუპირებულ ტერიტორიებად მოიხსენიებოდა მხოლოდ ყირიმი და სევასტოპოლი. დოკუმენტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ უკრაინა შეეჯახა რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას - როგორც რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების მხრიდან, ისე უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან, რომლებიც იმართება, კონტროლდება და ფინანსდება მოსკოვის მიერ.

XS
SM
MD
LG