Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში პარლამენტის სპიკერი და რამდენიმე მინისტრი გადადგნენ „უკანონო მოსმენის“ გამო


პოლონეთში უკანონო სატელეფონო მოსმენის შესახებ გამოძიების მასალების გაჟონვის შემდეგ თანამდებობიდან გადადგნენ ქვეყნის სეიმის თავმჯდომარე რადოსლავ შიკორსკი და მინისტრთა კაბინეტის სამი წევრი. კერძოდ, თანამდებობა დატოვეს სახელმწიფო ხაზინის, სპორტისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრებმა. „ჩვენი ამომრჩეველი მთელი წლის განმავლობაში რისხვითა და ბრაზით უსმენდა ამ ჩანაწერებს, რისთვისაც პატიება უნდა ვითხოვოთ. და დღეს „სამოქალაქო პლატფორმის“ სახელით დიდ ბოდიშს ვუხდი მათ“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ევა კოპაჩმა. გასულ წელს პოლონეთში გამოქვეყნდა ვარშავის რესტორნებში უკანონოდ ჩაწერილი მმართველი კოალიციის წევრთა საუბრის ფრაგმენტები, რომელშიც ისინი ხშირად იყენებენ უცენზურო სიტყვებს შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობისას. უცნობია, თუ ვინ დგას ამ ფარული ჩანაწერების უკან.

XS
SM
MD
LG