Accessibility links

ნოდარ ხადური: ბიუჯეტის კორექტირება არ შეეხება სოციალურ პროექტებს


საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მომავალ კვირაში წარმოადგენს დაზუსტებულ ინფორმაციას, თუ რომელი სამინისტრო რა მიმართულებით მოახდენს ბიუჯეტის კორექტირებას - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადაწყდა მხოლოდ ის, რომსახაზინო ვალდებულებების ემისია 100 მილიონი ლარით შემცირდება, ეკონომიკური ზრდა ნაცვლად 5%-ისა 2% იქნება, ხოლო ინფლაცია 3%. ნოდარ ხადურის განცხადებითვე, ბიუჯეტის კორექტირების საკითხზე ფინანსთა სამინისტრო ამ დღეებში აქტიურ კონსულტაციებს გამართავს ადგილობრივ თვითმმართველობებთანაც. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება არ შეეხება სოციალურ პროექტებს და შემცირდება მხოლოდ ადმინისტრაციული და მიმდინარე ხარჯები.

XS
SM
MD
LG