Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ საიდუმლო გრიფი მოუხსნა „კაბელების საქმის“ სააპელაციო საჩივარს


კონტრდაზვერვის სამსახურის ნებართვის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ საიდუმლო გრიფი მოუხსნა ე.წ. კაბელების საქმის გამო სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საჩივარს. პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავის დროზე პროკურატურამ საქმეში გამიჯნა საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტაცია, რათა სასამართლო პროცესი საჯარო ყოფილიყო. პროკურორის ინფორმაციით, პირველსავე სხდომაზე თავად ადვოკატებმა მოითხოვეს სასამართლო პროცესის დახურვა, რასაც მოჰყვა ყველა მტკიცებულების საიდუმლო რეჟიმით განხილვა. „ამდენად, სასამართლოს ის განჩინებაც, რომელიც სააპელაციო წესით გავასაჩივრეთ, დახურულ სხდომაზე გამოცხადდა და სახელმწიფოსაიდუმლოებას შეიცავს“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ დაადო პროკურატურამ საიდუმლო გრიფი სააპელაციო საჩივარს და ამასთან, კვლავ მიმართა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელმაც თავის მხრივ, გამიჯნა საჩივრის საიდუმლო და არასაიდუმლო ნაწილი. "ჩვენ ვასრულებთ პირობას, ადვოკატებს მიეწოდება სააპელაციო საჩივარი და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ინფორმირებულნი არიან, ფაქტების დამახინჯებით სპეკულირებენ და საზოგადოება შეცდომაში განზრახ შეჰყავთ", - განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

XS
SM
MD
LG