Accessibility links

logo-print

სამინისტრომ დაადასტურა, რომ ერთ საკანში იმყოფებიან „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე ბრალდებულები


საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრომ დაადასტურა, რომ ერთ საკანში იმყოფება ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული 7 ყოფილი სპეცრაზმელი. სააგენტო ინტერპრესნიუსს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ბრალდებულთა ერთად მოთავსების მოტივზე კომენტარს ვერ გააკეთებენ. ე.წ. კორტების სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეს რიგითი სპეცრაზმელების მონაწილეობის ეპიზოდი რამდენიმე ხნის წინ ცალკე გამოეყო, რის შემდეგაც გავრცელდა ცნობა, რომ შვიდ ბრალდებულთან შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს.

XS
SM
MD
LG