Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი პარტიებს მთავრობის საჩქარო ფორმირებისაკენ მოუწოდებს


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, რათა განზე გადადონ ამბიციები და სასწრაფოდ დაიწყონ მთავრობის ფორმირება. სატელევიზო მიმართვაში 11 ივნისს ერდოანმა აღნიშნა, რომ ისტორია განსჯის ყველას, ვის გამოც თურქეთი პოლიტიკურ გაურკვევლობაში აღმოჩნდება. მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პირველად დაკარგა საპარლამენტო უმრავლესობა და ახლა იძულებულია რომელიმე საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიასთან გააფორმოს კავშირი კოალიციური მთავრობის შესახებ. თუმცა, არც ერთი პარტია არ ამჟღავნებს ასეთ სურვილს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ არ გამორიცხა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდება.

XS
SM
MD
LG