Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში 5 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპნენ


ორი უკრაინელი ჯარისკაცი და სამი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარ რამდენიმე შეტაკებაში, რომლის დროსაც პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა მძიმე შეიარაღება გამოიყენეს. ამის თაობაზე ანდრეი ლისენკომ, უკრაინის სამხედრო უწყების სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით ბრძოლებში 13 ჯარისკაცი დაიჭრა. სეპარატისტთა სამხედრო მაღალჩინოსანი ედუარდ ბასურინი კი აცხადებს, რომ სამი სამოქალაქო პირი დონეცკის რაიონის სოფელ გორლოვკაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების საარტილერიო იერიშს ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG