Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიის პრემიერი საჭიროდ მიიჩნევს ექსტრემისტებთან ბრძოლის გააქტიურებას


ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ტონი ებოტი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს მოუწოდებს ისლამისტრი ექსტრემისტების ჯგუფებთან ბრძოლისაკენ, რადგან მათ მიიჩნევს უდიდეს საფრთხედ რეგიონისათვის. სიდნეიში კონტრტერორისტული პროპაგანდის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას, ებოტმა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ მოიხსენია „სიკვდილის კულტად“, რომელსაც „გლობალური ამბიციები“ აქვს. ავსტრალიის პრემიერის აზრით, ასეთ ჯგუფებთან მოლაპარაკება შეუძლებელია - მათ შეიძლება მხოლოდ ებრძოლო. კონფერენციაში მონაწილეობდნენ 25 ქვეყნის წარმომადგენელი მინისტრები და წამყვანი ინტერნეტკომპანიების ლიდერები. ავსტრალიის მონაცემებით, მისი 100-ზე მეტი მოქალაქე იბრძვის ექსტრემისტების რიგებში სირიასა და ერაყში.

XS
SM
MD
LG