Accessibility links

logo-print

კომპანიის ხელმძღვანელი ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადებისთვის დააპატიმრეს


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შებოლილი თევზის ფალსიფიკაციის და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს" ფაქტობრივი მმართველი, თენგიზ წიქარიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დამზადებული პროდუქცია არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს და საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით და 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

XS
SM
MD
LG