Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

226 მსჯავრდებული შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა


226 მსჯავრდებული შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. შეწყალებულთაგან 180 სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღის განმავლობაში დატოვებს, 46-ს კი სასჯელი შეუმსუბუქდა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის ინფორმაციით, შეწყალებულ მსჯავრდებულებს შორის 14 ქალი და ერთი არასრულწლოვანია. საქართველოს პრეზიდენტისთვის რეკომენდაციების გაგზავნამდე შეწყალების კომისიამ 1329 განცხადება განიხილა.

XS
SM
MD
LG