Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიამ დააზარალა ადიგენის, ახალციხისა და ბორჯომის სოფლები


ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ დააზარალა ადიგენის, ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების სოფლები. სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ხელისუფალთა ინფორმაციით, სტიქიამ ბევრ სოფელში გაანადგურა ნათესები და საცხოვრებელი სახლები და გზები დააზიანა. განსაკუთრებით დაზარალდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლები დვირი, საკირე და ტაძრისი. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ ჟყრნალისტებს განუცხადა, რომ ტერიტორიის გაწმენდის პარალელურად ზარალის დათვლა მიმდინარეობს. წუხელვე, ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ შიდა ქართლში კვირის განმავლობაში მეორედ დააზარალა ატენის ხეობის რამდენიმე სოფელი. სტიქიამ ზარალი მიაყენა ადგილობრივი მოსახლეობის ვენახებს და ხეხილის ბაღებს. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და გზები. ატენის ხეობაში ჩავიდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, რომლის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სამოქმედო გეგმა დღეს შემუშავდება.

XS
SM
MD
LG