Accessibility links

logo-print

გადადგა მოლდავეთის პრემიერ მინისტრი


მოლდავეთის პრემიერ-მინისტრმა, კირილ გაბურიჩმა განაცხადა, რომ გადადგება, - მას მერე, რაც შეკითხვები გაჩნდა მისი, უმაღლეს სასწავლებლის და უნივერსიტეტის ხარისხების გამო. გაბურიმჩმა გადადგომა 12 ივნისს გამოაცხადა, ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ის პროკურატურამ დაკითხა. გაბურიჩმა სინანული გამოთქვა მისი უმაღლეს სკოლებში სწავლის თაობაზე შეკითხვების გაჩენის გამო, რაც მისი თქმით, „პოლიტიკური თამაშის იარაღი“ გახდა.ბრალდებების თაობაზე არსებითი კომენტარი მას არ გაუკეთებია. მოლდავეთის პრემიერის თქმით, ის მენეჯერია და არა პოლიტიკოსი, ქვეყანას კი პოლიტიკური სისტემის შეცვლა სჭირდება. გაბურიჩი, პროევროპული ბიზნესმენი, პრემიერი გახდა თებერვალში.

XS
SM
MD
LG