Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა ორგანიზაცია „გადაარჩინე ბავშვების“ ოფისი დახურა


პაკისტანმა 11 ივნისს მოთხოვა ორგანიზაცია „გადაარჩინე ბავშვებს“, დატოვოს ქვეყანა, ბრალდებით, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია პაკისტანის საწინააღმდეგო ქმედებებს მიმართავს. პოლიციამ დალუქა ორგანიზაციის ოფისი და უცხოელ თანამშრომლებს 15 დღემ მისცა ქვეყნის დასატოვებლად. „გადაარჩინე ბავშვების“ განცხადებით, მას გაფრთხილება არ მიუღია და „გადაჭრით უარყო“ მოქმედება. პაკისტანი ამ ორგანიზაციას უკავშირებს ვაქცინაციის ყალბ პროგრამას, რომელიც აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურმა სამმართველომ ოსამა ბინ ლადენის მოსასპობად გამოიყენა. საქველმოქმედო ორგანიზაცია უარყოფს კავშირს ამერიკის საიდუმლო სამსახურთან და ექიმ შაკილ აფრიდისთან. აცრის პროგრამას აფრიდი უძღვებოდა, მან პაკისტანის გამომძიებლებს უთხრა, რომ დაზვერვის სამმართველომ ის გადაიბირა, რათა დახმარებოდა ბინ ლადენის მიკვლევაში. ის „გადაარჩინე ბავშვებში“ თანამშრომლობდა.

XS
SM
MD
LG