Accessibility links

logo-print

სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი სუტენიორობაში ბრალდებისგან გაათავისუფლეს


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, დომინიკ სტროს-კანს საფრანგეთის სასამართლომ მოუხსნა სუტენიორობაში ბრალდება, რომელიც უკავშირდებოდა გლობალური საფინანსო კრიზისის პერიოდში წვეულებებზე მეძავების მიყვანას. 12 ივნისს გამოტანილი განაჩენის შედეგად დასრულდა ოთხწლიანი დავა. სტროს-კანმა განუცხადა სასამართლოს, რომეს წვეულებები თავისუფალი დროის გასატარებლად იყო საჭირო და ქალები, რომლებიც მას ესწრებოდნენ, მან არ იცოდა, რომ მეძავები იყვნენ. სტროს-კანის წინააღმდეგ პირველად საქმე აღიძრა ნიუ იორკში, როცა სასტუმროს დამლაგებელმა ქალმა მას სექსუალური ძალადობა დააბრალა 2011 წელს. ეს საქმე სასამართლომ დახურა.

XS
SM
MD
LG