Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირს შუა აზიის ქვეყნებში უფლებების დაცვის გაძლიერებისთვის ხელშეწყობა სურს


ევროპის კავშირი გეგმავს მიმართოს ზომებს, რათა შუა აზიის ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გამოწვევებს უპასუხოს. დოკუმენტს, რომელიც რადიო თავისუფლებამ იხილა, ჰქვია, ევროკავშირის სტრატეგია შუა აზიაში. მას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დაამტკიცებენ ივნისის შეხვედრაზე. ეს დოკუმენტი 2007 წელს ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის მიმართ შემუშავებული დოკუმენტის განვითარებული ვერსია იქნება. მასში უფლებადაცვის თაობაზე კონკრეტულ ქმედებაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ ნათქვამია, რომ ევროკავშირის პრიორიტეტია შუა აზიაში პროპაგანდა გაუწიოს შეკრების, გაერთიანების, აზრის გამოხატვის, რელიგიის და რწმენის თავისუფლებებს, ასევე ქალთა, ბავშვების და უმცირესობების უფლებებს. იქვეა წამების ამოძირკვისთვის ზომებისთვის ხელშეწყობის მოთხოვნა.

XS
SM
MD
LG