Accessibility links

logo-print

ჭურვებმა დააზიანა უკრაინის მნიშვნელოვანი გაზსადენი


უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ჭურვებმა დააზიანა უკრაინის მნიშვნელოვანი გაზსადენი. როგორც "უკრტრანსგაზი" იტყობინება, გაზის მიწოდება შეუწყდება სამ ქალაქს, მათ შორის მარიუპოლს. კომპანიამ 12 ივნისის განაცხადა, რომ ევროპისკენ მიმავალ მილსადენს ინციდენტი არ შეხებია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრორუსულ მეამბოხეები დაადანაშაულა მომხდარში. პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა თქვა, რომ სეპარატისტების მიზანია მარიუპოლის დესტაბილიზაცია. ამ ქალაქს მთავრობის ჯარი აკონტროლებს. მეამბოხეები უარყოფენ, რომ მათ ესროლეს ჭურვი მილსადენის მიმართულებით.

XS
SM
MD
LG