Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ალექსანდრე რონდელი


თბილისში, 73 წლისა გარდაიცვალა ალექსანდრე რონდელი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი. 1991-1996 წლებში ალექსანდრე რონდელი ხელმძღვანელობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრას; შემდეგ, 1997-2001 წლებში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრს. 1976-1977 წლებში მან სტაჟირება გაიარა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, ხოლო 1993-1994 წლებში - აშშ-ის ვუდრო ვულსონის სახელობის საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმეთა სკოლაში. 1991 წელს ალექსანდრე რონდელი იყო მიწვეული პროფესორი ემორის უნივერსიტეტში (აშშ), 1995 წელს - მაუნტ ჰოლიოკ კოლეჯში (აშშ), 1992, 1995 და 1997 წლებში - უილიამს კოლეჯში (აშშ). ალექსანდრე რონდელი იყო ავტორი არაერთი სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიისა, მათ შორის წიგნად გამოიცა: „პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში“, „ქალაქის გეოგრაფია“, „საერთაშორისო ურთიერთობები“ და სხვა.

XS
SM
MD
LG