Accessibility links

logo-print

მოსკოვში დააკავეს პუსი რაიოტის ყოფილი წევრი, ტოლოკონიკოვა


პანკჯგუფ პუსი რაიოტის ყოფილი წევრი, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, რომელმაც ეკლესიაში საპროტესო აქციის გამო ორი წელი დაჰყო ციხეში, მოსკოვში დააკავეს სხვა აქტივისტთან ერთად პერფორმანსის შემდეგ. 12 ივნისს, რუსეთის დღეს გამოცხადებულ დღეს, ტოლოკონიკოვა და მეორე აქტივისტი, კატრინ ნანაშევა საბჭოთა ბანაკების - გულაგის პატიმრების ფორმის მსგავს სამოსში გამოწყობილები კერავდნენ რუსეთის დროშას. ტოლოკონიკოვამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ის და ნანაშევა პოლიციის მანქანაში სხედან. ისინი, კოლონონიკოვას თანახმად, დააკავეს ბოლოტნაიას მოედანზე. ტოლოკონიკოვა თავის დროზე საპატიმროში იმყოფებდა თავის თანაჯგუფელ, მარია ალიოხინასთან ერთად მოსკოვის ეკლესიაში „პანკლოცვის“, პუტინის საწინააღმდეგო ტექსტის გამო.

XS
SM
MD
LG