Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ციხიდან განთავისუფლდა ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი დაღესტნელი


ორწლიანი პატიმრობის ამოწურვის შემდეგ დაღესტნელები, მიკაელ კადიევი და მისი ნათესავი რიზვან ომაროვი გლდანის მერვე დაწესებულებიდან გათავისუფლდნენ. როგორც ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსს" კადიევის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, შესაძლოა ორივე მათგანმა საქართველო უკვე დატოვა. მიკაელ კადიევი და მისი ახლობელი რიზვან ომაროვი 2013 წლის 13 ივნისს დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტრომ იმავე დღეს გაავრცელა განცხადება, რომ მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა. ამასთან ტერაქტის მცდელობის გარდა კადიევსა და ომაროვს ბრალად იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა წარუდგინეს.

XS
SM
MD
LG