Accessibility links

logo-print

აშშ-მა გუანტანამოს ექვსი ტუსაღი გადაიყვანა ომანში


აშშ-მა გამოაცხადა, რომ კუბაზე, გუანტანამოს ყურეში მდებარე ციხიდან ექვსი ტუსაღი გადაიყვანა ომანში. ეს ნაბიჯი ნაწილია პრეზიდენტ ბარაკ ობამას მცდელობისა დაიხუროს ეს კამათის საგნად ქცეული ციხე, რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები იმყოფებიან. პატიმართა უმეტესობას არც ბრალი აქვს წაყენებული და არც გასამართლებულა. პენტაგონის განცხადებით, ექვსი მამაკაცი, იემენის მოქალაქეები, რომლებმაც ათწლეულზე მეტი გაატარეს ციხეში, ომანში თვითმფრინავით ჩაიყვანეს და ახლა იქ გააგრძელებენ ცხოვრებას. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ეს გუანტანამოდან პატიმრების გადაყვანის პირველი შემთხვევაა. გადაყვანილებს შორისაა ემად აბდულა ჰასანი, რომელიც 2007 წლიდან პერიოდულად შიმშილობს ბრალდების წაყენების გარეშე პატიმრობის გაპროტესტების მიზნით. ის 2002 წელს დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG