Accessibility links

logo-print

ლატვიამ რუსეთის მოქალაქეები დააკავა სამხედრო ბაზაზე შესვლის გამო


ლატვია აცხადებს, რომ დააკავა ორი რუსი აქტივისტი, რომლებიც სამხედრო ბაზაზე შედიოდნენ. ლატვიის სამხედრო უწყებამ 12 ივნისს განაცხადა, რომ ორ მამაკაცს ხელთ ჰქონდათ რუსეთის არმიის დროშები და ნატოს საწინააღმდეგო პროკლამაციები. უწყების ცნობით, რუსეთის მოქალაქეები 10 ივნისს კედელზე გადაძვრნენ რიგასთან ახლოს, ადაზის სამხედრო ბაზაზე, რადაც მიმდინარეობს ლატვიისა და აშშ-ის სამხედრო ძალების წვრთნა. დაკავებას ორი დღით უსწრებდა წინ ლიტვის თავდაცვის უწყებაში მომხდარი ინციდენტი ჰაკერთა მონაწილეობით. რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის დაძაბულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო პერიოდში.

XS
SM
MD
LG