Accessibility links

ბაქოში შეხვედრა გამართეს პუტინმა და ერდოანმა


ბაქოში, ევროპული თამაშების კულუარებში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 13 ივნისს შეხვედრა გამართა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. გავრცელებული ვარაუდით, საუბრის თემები იქნებოდა სირიის კრიზისი და ენერგეტიკის საკითხები, მათ შორის გაზსადენის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის გაზის თურქეთში ჩატანას. შეხვედრამდე გაკეთებულ განცხადებებში პრეზიდენტები შეეხნენ პირველ ევროპულ თამაშებზე ევროპის ქვეყნების ლიდერთა არდასწრების საკითხს. თამაშები 12 ივნისს გაიხსნა, აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების მწვავე კრიტიკის ფონზე. „მთელს ევროკავშირს თურქეთი წარმოადგენდა - ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატიო“ - თქვა პუტინმა ტელეეთერით გადაცემულ განცხადებაში. რუსეთის პრეზიდენტს თან ახლდნენ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი სერგეი კირიენკო და კომპანია გაზპრომის ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი.

XS
SM
MD
LG