Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში დაიღუპა ექვსი სამხედრო, დაიჭრა 14


უკრაინის არმიის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის აღმოსავლეთში დაიღუპა ექვსი სამხედრო და დაიჭრა 14, რაც ძირს უთხრის მყიფე ზავს პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთ ტერიტორიების ნაწილს აკონტროლებენ. უკრაინის არმიის პრესმდივანმა, ანდრეი ლისენკომ 13 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამხედროები იმსხვერპლა სეპარატისტების მიერ გახსნილმა ცეცხლმა, ისევე, როგორც დამონტაჟებული ნაღმების აფეთქებამ. „მტერმა ბრძოლაში გამოიყენა ტანკები, დაჯავშნული მანქანები და მძიმე არტილერია. ხაზს ვუსვამთ, რომ მეამბოხეები დასახლებულ ადგილებსაც უხსნიან ცეცხლს“ - განაცხადა ლისენკომ. ბოლო პერიოდში თითქმის ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ორივე მხარეს, სპონტანური შეტაკებების შედეგად - მიუხედავად საზავო შეთანხმებისა, რომელიც თებერვალში გააფორმეს უკრაინის, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა. გაეროს შეფასებით, კონფლიქტს სულ მცირე 6400 ადამიანი შეეწირა, მილიონზე მეტს კი სახლის დატოვება მოუხდა.

XS
SM
MD
LG