Accessibility links

logo-print

შვეიცარიამ აზერბაიჯანიდან გაიყვანა ოპოზიციონერი აქტივისტი


შვეიცარიამ აზერბაიჯანიდან გაიყვანა ოპოზიციონერი აქტივისტი, მას შემდეგ, რას ის 10 თვის განმავლობაში აფარებდა თავს ბაქოში შვეიცარიის საელჩოს. შვეიცარიის საგარეო საქმეთა უწყებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ, ემინ ჰუსეინოვმა თავისი ქვეყანა დატოვა წამყვანი შვეიცარიელი დიპლომატის, დიდიე ბურკჰალტერის თვითმფრინავით. დიპლომატი ბაქოში იმყოფებოდა ევროპული თამაშების გახსნაზე დასასწრებად. უწყების თანახმად, ამ ნაბიჯს წინ უძღოდა რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოებული მოლაპარაკება აზერბაიჯანის მთავრობასთან. 35 წლის ჟურნალისტს და უფლებადამცველ აქტივისტს, ჰუსეინოვს, სექტემბრამდე აქვს დრო რათა გადაწყვიტოს, ითხოვს თუ არა შვეიცარიაში თავშესაფარს. ჰუსეინოვი მწვავედ აკრიტიკებდა ავტორიტარ პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს. გასულ აგვისტოში მან შვეიცარიის საელჩოს შეაფარა თავი, მას შედმეგ, რაც აზერბაიჯანის უწყებებმა მას ბრალი დასდეს „უკანონო ბიზნეს საქმიანობაში და გადასახადებისთვის თავის არიდებაში.“ ბრალდება ბევრმა აღიქვა შურისძიებად მისი ოპოზიციური საქმიანობისთვის. ჰუსეინოვი ხელმძღვანელობს ბაქოში დაფუძნებულ ორგანიზაციას სახელწოდებით „რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი“. ეს ორგანიზაცია დიდი ხანია ალიევის მთავრობას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG