Accessibility links

ავღანეთში დაიღუპა სულ მცირე 17 პოლიციელი


ავღანეთის ოფიციალური პირების ცნობით, სულ მცირე 17 პოლიციელი დაიღუპა და მინიმუმ 10 დაიჭრა მას შემდეგ, რაც მღელვარე ჰელმანდის პროვინციაში ექსტრემისტებმა იერიში მიიტანეს პოლიციის საგუშაგო პოსტებზე. როგორც იუწყებიან, თავდასხმები მოხდა 12 ივნისს, გვიან საღამოს, მუსა ყალას რეგიონში - რომელიც თალიბანის ბასტიონადაა მიჩნეული. ოფიციალური პირების ცნობით, მსხვერპლი განიცადა თალიბანმაც - რომელმაც უკვე იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმებზე. აპრილში ახალი შეტევის დაწყების შემდეგ თალიბანის ექსტრემისტები ხშირად ესხმიან თავს პოლიციის საგუშაგოებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ავღანეთის სტრუქტურებს წელს თავიანთი ძალებით უწევს ექსტრემისტებთან ბრძოლა, მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ნატომ დაასრულეს თავიანთი საბრძოლო მისია ქვეყანაში. ავღანეთის ძალების რიგებში მნიშვნელოვნად იზრდება მსხვერპლის რაოდენობა. ნატოს მონაცემებით, 1 იანვრიდან 7 მაისამდე პერიოდში მოკლულ იქნა 2,300-ზე მეტი სამხედრო და პოლიციელი. ეს 53 პროცენტით აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს.

XS
SM
MD
LG