Accessibility links

logo-print

როჰანი საუბრობს ბირთვული მოლაპარაკებების გახანგრძლივების შესაძლებლობაზე


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკება შესაძლოა გახანგრძლივდეს, თუ ეს ქვეყნები მოლაპარაკებებზე ახალ მოთხოვნებს წამოაყენებენ. სატელევიზიო გამოსვლაში როჰანიმ ისაუბრა „დეტალების გარშემო მრავალი შეხედულების სხვაობაზე“ თუმცა დასძინა, შეთანხმების მიღწევა სრულიად შესაძლებელიაო. როჰანიმ ასევე თქვა, რომ ის არ დაუშვებს ამ მოლაპარაკებებმა ძირი გამოუთხაროს ირანის სახელმწიფო საიდუმლოებებს. ირანისა და ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, რუსეთის, აშშ-ის და გერმანიის წარმომადგენლებს 30 ივნისი აქვთ დაწესებული ბოლო ვადად იმ შეთანხმების მიღწევისთვის, რომელმაც უნდა გააქარწყლოს საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება, რომ ირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობს. როგორც იუწყებიან, მოლაპარაკებებს მთავარ წინაღობას უქმნის ექსპერტების დაშვების საკითხი სამხედრო ბაზებზე და ატომურ ობიექტებზე. მოლაპარაკებებზე რუსეთის წარმომადგენელმა, სერგეი რიბაკოვმა მოლაპარაკებების ტემპის შენელებას „ძალიან შემაშფოთებელი“ უწოდა. დასავლეთი შიშობს, რომ ირანი საიდუმლოდ ატომური ბომბის შექმნაზე მუშაობს. თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას.

XS
SM
MD
LG