Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში შედგა მოლაპარაკება პუტინსა და ერდოანს შორის


ბაქოში მიმდინარე ევროპული თამაშების კულუარებში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 13 ივნისს მოლაპარაკება გამართა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, დახურულ კარს მიღმა გამართული საუბარი შეეხო რუსეთიდან თურქეთამდე შავი ზღვის გაზსადენის პროექტს, თურქეთში ატომური ელექტროსადგურის აშენების პერსპექტივას და უკრაინაში არსებულ ვითარებას. შეხვედრამდე გაკეთებულ განცხადებებში პრეზიდენტები შეეხნენ პირველ ევროპულ თამაშებზე ევროპის ქვეყნების ლიდერთა არდასწრების საკითხს. თამაშები 12 ივნისს გაიხსნა, აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების მწვავე კრიტიკის ფონზე. „მთელს ევროკავშირს თურქეთი წარმოადგენდა - ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატიო“ - თქვა პუტინმა ტელეეთერით გადაცემულ განცხადებაში. რუსეთის პრეზიდენტს თან ახლდნენ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი სერგეი კირიენკო და კომპანია გაზპრომის ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი.

XS
SM
MD
LG