Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიაში დაკრძალეს სადამ ჰუსეინის ყოფილი მოკავშირე


ამანში ასობით ერაყელი და იორდანიელი პირი დაესწრო ერაყის ყოფილი ლიდერის, სადამ ჰუსეინის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირის, ყოფილი ელჩის, ტარიყ აზიზის დაკრძალვის ცერემონიას. ეკლესიის წინ თავმოყრილი პირები ბაათის პარტიის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და ხელში ეჭირათ ჰუსეინის და აზიზის ფოტოები. ტარიყ აზიზი ყველაზე მაღალი რანგის მქონე ქრისტიანი პოლიტიკოსი იყო ყოფილი დიქტატორის სისასტიკით გამორჩეულ წრეში. აზიზი დაკრძალეს ისტორიულ ქრისტიანულ ქალაქ მადაბაში. აზიზი საპატიმროში, გულის შეტევით გარდაიცვალა 5 ივნისს, ერაყის ქალაქ ნასირიაში - სადაც 79 წლის ყოფილი ელჩი სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანას ელოდა. ეს განაჩენი მას 2010 წელს გამოუტანეს შიიტების დევნისთვის ყოფილი რეჟიმის დროს.

XS
SM
MD
LG