Accessibility links

logo-print

პენტაგონი გამოდის ევროპაში მძიმე შეიარაღების განთავსების წინადადებით, „რუსეთის აგრესიის შესაკავებლად“


გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმსი“ აშშ-ის და მისი მოკავშირე ოფიციალური პირების სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ პენტაგონი გეგმავს „5,000 ამერიკელი ჯარისკაცისთვის ტანკების, ქვეით ჯართან მებრძოლი მანქანების და სხვა სახის მძიმე შეიარაღების განთავსებას ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში“. გამოცემა პენტაგონის შესაძლო ნაბიჯს უწოდებს „ყველაზე მნიშვნელოვანს“ იმ ზომებს შორის, რომელსაც ვაშინგტონი და ნატო მიმართავენ „ევროპაში რუსეთის შესაძლო აგრესიის შესაკავებლად“, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინისგან ყირიმის ანექსირება მოახდინა. გამოცემას მოაქვს ნატოს ყოფილი მეთაურის, ადმირალ ჯეიმს სტავრიდისის სიტყვები - რომ ეს წარმოადგენს პოლიტიკის საგრძნობ ცვლილებას, მშფოთვარე მოკავშირეების დასარწმუნებლად. განთავსებული სამხედრო ტექნიკა მოცულობით უფრო მცირე იქნება იმ შეიარაღებასთან შედარებით, რომლის მობილიზებასაც რუსეთი შეძლებდა თავისი მეზობლების წინააღმდეგ. მაგრამ ეს იქნება შეტყობინება, რომ აშშ ჩართულია პროცესში. გაზეთი აღნიშნავს, რომ პენტაგონის წინადადებას დამტკიცება ესაჭიროება აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ეშტონ კარტერის და პრეზიდენტ ბარაკ ობამას მხრიდან.

XS
SM
MD
LG