Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წვიმის შედეგად დაიტბორა თბილისის ცენტრალური უბნები


ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა თბილისის ცენტრალური უბნების ნაწილი. გამოცემა „ტაბულა“ იუწყება, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის დატბორილი სარდაფიდან მაშველებმა შესძლეს მოქალაქის ამოყვანა. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, ჩამოინგრა სამორინე „ევროპის“ კედლის ნაწილი. ადგილზე მუშაობენ მაშველები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყალმა დატბორა თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარი, რის შედეგადაც დაიხრჩო თავშესაფრის ბინადართა დიდი ნაწილი.

XS
SM
MD
LG