Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, ამ დროისთვის დაშავებულები არ არიან


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „ფეისბუქის“ მეშვეობით ავრცელებს განცხადებას და იუწყება, რომ დედაქალაქში ძლიერი წვიმის გამო „სრული დატვირთვით“ მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის. განცხადების თანახმად, მაშველებმა უზნაძის ქუჩაზე ერთ-ერთი სარდაფიდან წყალი ამოტუმბეს და გადაარჩინეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქე. წყალი ამოტუმბეს აგრეთვე თავდაცვის სამინიტროს ცენტრალური შენობიდან. განცხადების თანახმად, სამაშველო ოპერაცია ჩატარდა წინამძღვრიშვილის ქუჩაზეც, სადაც საცხოვრებელ სახლში ჭერი ჩამოინგრა.„სამაშველო ოპერაცია ასევე მიმდინარეობს წყნეთში, გზის რამდენიმე მონაკვეთზე. მაშველები ინტენსიურად მუშაობენ ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაშავებულები არ არიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მობილიზებულები არიან და მუშაობას აგრძელებენ“ - ვკითხულობთ შსს-ის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG