Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარმანია: მსხვერპლის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არის, თვითმხილველთა თქმით წყალმა ორი ადამიანი წაიღო


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ წყალდიდობის შედეგად მსხვერპლის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არის, თუმცა თვითმხილველებმა ნახეს, რომ ადიდებულმა წყალმა ორი ადამიანი წაიღო, მათ შორის სამაშველო სამსახურის თანამშრომელი. ნარმანიას თქმით, მაშველებმა დატბორილი შენობიდან გამოიყვანეს ორი ზრდასრული მოქალაქე და ერთი პატარა ბავშვი. თბილისის მერმა დაადასტურა გავრცელებული ცნობა თბილისის ზოოპარკიდან ცხოველების გაქცევის შესახებ და მოქალაქეებს მოუწოდა მაქსიმალურად შეიკავონ თავი თავისუფლად გადაადგილებისგან. ნარმანიას თქმით, წყლის დონე თანდათან იკლებს.

XS
SM
MD
LG