Accessibility links

logo-print

საგანგებო შტაბი: ძლიერი წვიმის გამო ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, მოსახლეობა არ უნდა აჰყვეს პანიკას


საქართველოს მთავრობის საგანგებო შტაბი ავრცელებს განცხადებას, რომლითაც მოქალაქეებს მოუწოდებს არ აჰყვეს პანიკას. „ სამაშველო ჯგუფები მობილიზებული არიან დედაქალაქის ყველა რაიონში, რათა შესაბამისი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩატარდეს და დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება დროულად აღმოუჩინონ. ძლიერი წვიმის გამო, თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ. საგანგებო შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, არ აჰყვეს პანიკას და არ გაავრცელოს გადუმოწმებელი ინფორმაცია, ასევე, არ დატოვოს საცხოვრებელი ადგილები. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება გაქცეული ცხოველების უმოკლეს დროში დასაბრუნებლად“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG