Accessibility links

logo-print

ჯანდაცვის სამინისტრო: რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტიქიის შედეგად ექვსი დაზარალებულია მოთავსებული


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს უთხრა, რომ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტიქიის შედეგად დაზარალებული ექვსი პაციენტია მოთავსებული. სოფრომაძის თქმით, პაციენტების დაზიანება მსუბუქია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სხვა კლინიკებში მხოლოდ „ერთეული მიმართვები“ აღირიცხა. წყალდიდობის შედეგად დაღუპულების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არის.

XS
SM
MD
LG