Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს მინისტრი ადასტურებს სტიქიის შედეგად ადამიანის დაღუპვას


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში დაადასტურა სტიქიის შედეგად ერთი ადამიანის დაღუპვის ფაქტი. ამასთან, მინისტრის თქმით, დაკარგულად ითვლება ხუთი პირი. დაღუპული ქალია, რომელიც წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერს ემსხვერპლა. მინისტრის თქმით, დაშავებულია 7-8 პირი, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეები. შსს მინისტრმა არ დაადასტურა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ პოლიციელთა და მაშველთა რიგებში.

XS
SM
MD
LG